კონფიდენციალობის პოლიტიკა
ჩვენ, კოლაიდერში, ვიღებთ ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა. კონფიდენციალობის პოლიტიკა განსაზღვრავს თუ როგორ ვიღებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ან იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს.
ინფორმაციის შეგროვება: პერსონალურ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და გადახდისთვის საჭირო ინფორმაცია, ვიღებთ თქვენს მიერ სამუშაო სივრცის დაჯავშნის ან ჩვენთან ანგარიშის დარეგისტრირებისას. ასევე, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ, როგორიც არის აიპი მისამართი და გვერდების ძიების ისტორია.
ინფორმაციის გამოყენება: შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაციისა და ჩვენი ვებ-გვერდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, თქვენს შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მარკეტინგული მიზნებისთვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თანხმობით.
ინფორმაციის გაზიარება: თქვენს შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ მესამე მხარეს, რომელიც გვეხმარება მომსახურების გაწევაში. ასეთი კომპანიებია გადახდის მიმღები ოპერატორები და საინფორმაციო-ტექნოლოგიური კომპანიები. ასევე, თქვენ შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გავაზიაროთ იმ შემთხვევაში თუ ამას ითხოვს კანონი ან აუცილებელია ჩვენი ან ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით.
ინფორმაციული უსაფრთხოება: კოლაიდერი ახორციელებს გონივრულ ღონისძიებებს თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამასთანავე, არ არის გარანტირებული ინფორმაციის სრული უსაფრთხოება. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ დაცვის ძლიერი კოდური სიტყვები და დაიცვათ თქვენი ანგარიშის ინფორმაციის კონფიდენციალობა.
ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში: პერიოდულად შესაძლოა განვაახლოთ კონფიდენციალობის ჩვენი პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკის ახალი დოკუმენტიდან. ჩვენი თხოვნაა, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით დროდადრო შეამოწმოთ ეს დოკუმენტი.
პირობები
მოგესალმებით კოლაიდერის სივრცეში! ჩვენი ვებ-გვერდის და მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს პირობებს.
სამუშაო ადგილის დაჯავშნა: კოლაიდერში სამუშაო სივრცის დაჯავშნით, თქვენ ეთანხმებით შესაბამისი გადასახდელის გადახდას და ჩვენი პოლიტიკისა და პროცედურების მოთხოვნებს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი და თქვენი სტუმრების მიერ ყველა მოქმედი კანონისა და ნორმების დაცვის უზრუნველყოფაზე.
ჯავშნის გაუქმების პოლიტიკა: თუ გსურთ სრულად დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხა, გთხოვთ ჯავშანი გააუქმოთ სულ მცირე 24 საათით ადრე. 24 საათის ვადის გასვლის შემდეგ, თანხა არ ანაზღაურდება.
აკრძალული ქმედებები: აკრძალულია ჩვენი ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენება ნებისმიერი უკანონი ან არაავტორიზებული მიზნებისთვის; დაუშვებელია თქვენ მიერ კანონების ან ნორმების დარღვევა. ასევე, დაუშვებელია ჩვენი მომსახურების ან ვებ-გვერდის მუშაობის შეფერხება/ჩარევა ან მცდელობა, შეაღწიოთ ვებ-გვერდში და მიიღოთ მომსახურება ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებით გარდა ჩვენ მიერ განმარტებული მითითებების და ინტერფეისისა.
ინტელექტუალური საკუთრება: ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ტექსტების, გრაფიკის, ლოგოებისა და ფოტოების ჩათვლით, წარმოადგენს კოლაიდერის საკუთრებას და დაცულია კანონით ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. დაუშვებელია ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება ჩვენ მიერ ოფიციალური ნებართვის გარეშე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კოლაიდერი არ აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მოგადეგთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ან მომსახურების მიღების გამო. აღნიშნული დებულება ეხება, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ არაპირდაპირი, შემთხვევითი, ჯარიმების გადახდით გამოწვეული ან მეორადი (შედეგობრივი) ზიანით.
ცვლილებები პირობებში: შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ ჩვენი პირობები. პირობებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ცვლილებების ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტიდან. ჩვენი თხოვნაა, დროდადრო შეამოწმოთ ეს დოკუმენტი პირობებში ცვლილებების გაცნობის მიზნით.